ნინო ბურჯანაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე -  ეს იყო სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სამარცხვინო სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ

ეს იყო ბინძური სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა სააკაშვილმა და განახორციელა გაბუნიამ, - ასე შეაფასა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “პოსტკრიპტუმის” ეთერში გასული გიორგი გაბუნიას განცხადება.

ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.

„ის, რაც გაბუნიამ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა, არ იყო არც ემოცია, არც უბრალოდ უზრდელობა. ეს იყო საგანგებოდ დაგეგმილი უმძიმესი პროვოკაცია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციის უკან დგას სააკაშვილი და ტექსტიც დიდი ალბათობით მისი დაწერილია. გუშინდელი განცხადება არ ეტევა არც პოლიტიკურ, არც ჟურნალისტურ, არც ადამიანურ და არც ეთიკურ ჩარჩოებში. ამით შეურაცხყოფა მიაყენეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს და ჩვენს კულტურას. გუშინ ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში პროვოკაციების გარეშე ვერ დაბრუნდება და ის ადამიანები, ვინც სააკაშვილს უჭერენ მხარს, ყველაფერზე წავლენ, იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის იმ შვიდწლიანი კოჰაბიტაციის შედეგი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“,ხელიხელ ჩაკიდებულები, ერთმანეთის გვერდით იყვნენ. ამიტომ, კეთილი ინებოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და დაიწყოს საგანგებო გამოძიება ამ სპეცოპერაციის. გამოძიებულ იქნას ვინ იდგა ამ პროვიკაციის უკან, რა იყო ჩაფიქრებული ამ პროვოკაციით და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. ეს არის აუცილებელი და ამას თუ არ გააკეთებს ხელისუფლება, ძალიან ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, გამოძიების დაწყება აღიქმება თუ არა მედიაზე ზეწოლად, მან უპასუხა, რომ გაბუნიას ქმედება ცდება ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას.

„ეს არ არის მედია, ის რაც გუშინ მოვისმინეთ, არ არის გამოხატვის თავისუფლება. ეს არ მომხდარა მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში. არც ერთი დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა არ დაუშვებდა ასეთი ჟურნალისტის ეთერში გამოჩენას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა