სერგი კაპანაძე - ცვლილებებმა არ უნდა გააუარესოს პატარა პარტიების მდგომარეობა მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" მილიარდერის დაფინანსებაზეა

მზად ვართ, საარჩევნო საკითხზე ცვლილებები განვიხილოთ სერიოზულად, მაგრამ ცვლილებები არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც გააუარესებს ოპიზიციური, პატარა პარტიების მდგომარეობას მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" არის მილიარდერის დაფინანსებაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც პარტიების დაფინანსების საკითხი, ასევე, პერიმეტრის განსაზღვრა საარჩევნო უბნებთან, სადაც კაპანაძის თქმით, ხდება მობილიზება იმ ადამიანების, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე ახდენენ გავლენას.

"ევროპული საქართველოსთვის" პირველ რიგში მნიშვნელვანი იყო პროპორციულ სისტემაზე დიალოგის დაწყება და ამ სისტემაზე გადასვლა. რადგანაც ეს სისტემა ინიცირებულია, შეგვიძლია თამამად მივიღოთ მონაწილეობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. მაგალითად, პერიმეტრის განსაზღვრა საარჩევნო უბნებთან, სადაც ხდება ხოლმე მობილიზება იმ ადამიანების, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე ახდენენ ხოლმე გავლენას. ასევე მნიშვნელოვანი იქნება პარტიების დაფინანსების წესში ცვლილება, კონკრეტული კოეფიციენტების და იმ პარტიების განსაზღვრა, ვინც უნდა დაფინანსდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მზად ვართ, ეს ცვლილებები განვიხილოთ სერიოზულად, მაგრამ ცვლილებები არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც გააუარესებს ოპიზიციური, პატარა პარტიების მდგომარეობას მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" არის მილიარდერის დაფინანსებაზე",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა იმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჯგუფის წევრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

გასვლითი შეხვედრა სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა