ირაკლი კობახიძე - ნულოვანი ბარიერის პირობებში ბლოკებზე საუბარი უბრალოდ არასწორია

ბლოკი არის ის ინსტიტუტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვნად აფერხებდა საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. ნულოვანი ბარიერის პირობებში ბლოკებზე საუბარი უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მმართველი გუნდი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრას მართავს.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტული ინიციატივით ხვდებიან პოლიტიკურ პარტიებს, კობახიძე პასუხობს, რომ მთავარი ინიციტივა პროპორციული არჩევნებია.

„მთავარი ინიციატივა პროპორციული არჩევნებია ნულოვანი ბარიერით. ჩვენ ეს ინიციატივები წარდგენილი გვაქვს პარლამენტში, თუმცა, ამ ფორმატშიც გვექნება ამ ყველაფერზე მსჯელობა. ასევე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, რომელიც მოითხოვს ცვლილებებს მიმდინარე კანონმდებლობის დონეზე. ეს არის თუნდაც, პარტიების დაფინანსების წესი, უფასო საეთერო დროის განაწილების წესი და ა.შ. თითოეულ ამ საკითხზე გვექნება დეტალური დისკუსია. არის 27 რეკომენდაცია წარმოდგენილი „ოდირის“ მხრიდან. 27-ვე რეკომენდაციას ჩვენ განვიხილავთ ზედმიწევნით, დეტალურად.

პირველ რიგში, იმ სუბექტებს მოვუსმენთ, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან. ჩვენც გვაქვს ბუნებრივია, წინასწარ მომზადებული ვერსიები. თუმცა, პირველ რიგში, ყველას უნდა მოვუსმინოთ და ამის შემდეგ უნდა მოვამზადოთ გარკვეული ვარიანტი, რომელიც ასახავს შეჯერებულ პოზიციებს. ყველაფერზე გვექნება მსჯელობა, თუმცა, ბლოკი არის ის ინსტიტუტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვნად აფერხებდა საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. ნულოვანი ბარიერის პირობებში ბლოკებზე საუბარი უბრალოდ არასწორია. აქედან გამომდინარე, დისკუსია ყველაფერზე გვექნება, მთავარია, ჩვენ გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა