რამაზ ნიკოლაიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება.

დეპუტატი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ, რიგით 28-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.

სესიის დასკვნით დღეს, იგი ასევე დაესწრება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ყოველწლიურ არჩევნებს.

რამაზ ნიკოლაიშვილი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანთან - ასაფ გაჯიევთან ერთად, საერთაშორისო სამდივნოს მიწვევით იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო