გიორგი კანდელაკი - როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის?! - ეს არასერიოზულია

როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის, ეს არასერიოზულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მან ისაუბრა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების გამოხმაურებაზე და აღნიშნა, რომ გაბუნიას ქცევა კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მთავრობას ამაზე სამარცხვინო რეაქცია ჰქონდა.

„გიორგი გაბუნიას ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ძალიან სამწუხაროა. როგორ უნდა აღმოჩნდე მტყუანი რუსეთთან?! მაგრამ მთავრობის სამარცხვინო რეაქცია ამ არასწორ ქცევაზე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გამოიყვანეს პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, მათთან ერთად მოქმედებს მთავრობა. მთავრობის სამარცხვინო რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი სამარცხვინო და საშიში გუნდია ხელისუფლების სათავეში, რომელიც ჯერ კიდევ თავს არიდებს პასუხისმგებლობას გავრილოვის ამ ქვეყანაში მოწვევისთვის და "გავრილოვის ღამის" მოწყობის გამო, რომელიც გადაეფარა და ცდილობს, აარიდოს პასუხისმგებლობას გახარია, რომელმაც "გავრილოვის ღამის" მოწყობისა და ბავშვებისთვის თვალების დათხრის ბრძანება გასცა", - აღნიშნა კანდელაკმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული განცხადება გახდეს პროვოკაციის საბაბი რუსეთის მხრიდან, კანდელაკმა განაცხადა, რომ ამას რუსეთის დუმის წევრებმა თავად გასცეს პასუხი.

„როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის?! ეს ხომ არასერიოზულია. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რეაქცია გააკეთოს ჟურნალისტის თუნდაც სულელურ საქციელზე, საერთოდ სასაცილოც აღარ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალკე მოიჭრა თავი მთელი ქვეყნისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე", - განაცხადა კანდელაკმა.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს