დიმიტრი პესკოვი -  რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის მისამართით „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის განცხადებებს „ქართველი ხალხის სირცხვილი“ უწოდეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

„ამ შეურაცხყოფას ჩვენ მივიჩნევთ აბსოლუტურად მიუღებლად და ვგმობთ“ , - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ასეთი საქციელი - იქნება ეს ვინმეს მიერ პროვოცირებული, ვისაც სურს კიდევ უფრო გაართულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ან იქნება ეს სრული უგნურების შედეგი - არ ეკადრება ქართველ ხალხს. პესკოვის განცხადებით, ქართველ ხალხს ძალიან დიდი ხნის ისტორია გააჩნია და უმდიდრესი კულტურული ტრადიციები.

„რა თქმა უნდა, რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის“ , - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, კრემლში აღნიშნეს, რომ საქართველოს მთელი ხელმძღვანელობა გმობს ქართველი ჟურნალისტის ქმედებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა