დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო და შსს მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული, აქციის თუ კონტრაქციის

სახელმწიფო და შსს მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული, აქციის თუ კონტრაქციის, - ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა „თბილისი პრაიდისა" და მისი კონტრაქციის, ასევე, ლევან ვასაძის განცხადებების შესახებ და აღნიშნა, რომ მთავარია თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, მომწონს თუ არ მომწონს, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემს გემოვნებაზე ეს არ არის. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივ პასუხს გვაძლევს ჩვენი კონსტიტუცია და კანონი - ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, თუ ეს გადავა ძალადობაში, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ აღკვეთოს ძალადობა. თუ ვასაძე გასცდება კანონიერ ჩარჩოებს, მასზე იქნება ისეთივე მოქმედება, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ. რამდენადაც ვიცი, წინა შემთხვევაში საქმეც იყო აღძრული და თუ არ ვცდები, გამოკითხვებიც იყო. ვიცი, რომ არ იქნა დაშვებული ძალადობრივი ქმედებები. სახელმწიფო და შსს მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული, თუნდაც აქციის თუ კონტრაქციის. არ ვაიგივებ, ყველას თავისი უფლება აქვს, თუმცა თუ იქნება ძალადობრივი აქტი, მოხდება ამის აღკვეთა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა