ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინაში ჩავიდა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინაში ჩავიდა.

მას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უმასპინძლა. ლიდერები ქვეყნის აღმოსავლეთში ლუგანსკის რეგიონს ეწვივნენ, უკრაინელ სამხედროებს გაესაუბრნენ და პრორუსი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ახლოს მივიდნენ.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში უკვე ხუთი წელია უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის მხარდაჭერილ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. კონფლიქტს ამ დრომდე 13 000 ადამიანი შეეწირა. ოფიციალური მოსკოვი სეპარატისტების დახმარებას უარყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა