მამუკა კაციტაძე - ჯობია, რომ ერთობლივად  ვიმოქმედოთ  და 2020-სთვის შევქმნათ შეთანხმებული და კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო

ჯობია, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ და 2020-სთვის შევქმნათ შეჯერებული, შეთანხმებული და კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და იმ პროცესის შესახებ, რაც 2020 წელს საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის უნდა წარიმართოს.

„საინიციატივო ჯგუფმა 15 თებერვლის შემდეგ შეაგროვა 300 000-მდე ხელმოწერა და ჩვენ ვითხოვდით მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულის დამკვიდრებას, ბლოკების შენარჩუნებასა და სამპროცენტიან ბარიერს. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "ქართული ოცნების" ინიციატივის ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა. ახლა იწყება უკვე საპარლამენტო პროცესები. ჯერ ჩვენ პასუხი არ მიგვიღია ჩვენი ხელმოწერების ნამდვილობაზე. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ჩვენი განმასხვავებელი პოზიციები არის დაახლოვებადი, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნა ხელისუფლების მხრიდან და მეორეს მხრივ, ოპოზიციის მხრიდან. მთავარია, შევქმნათ ერთიანი ფორმატი, ერთიანი კომისია საერთო საჯარო განხილვისა, სადაც მოხდება უკვე თანხვედრილი საკითხების კიდევ უფრო გამყარება და ვერ თანხვედრილი საკითხების ერთმანეთთან დაახლოვება. ამიტომ თუ გვინდა, რომ შედეგიც დადგეს და როგორც იტყვიან, მარილიც მოვაყაროთ ბარემ ამ მადლს, მაშინ ჯობია, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ და 2020-სთვის შევქმნათ შეჯერებული, შეთანხმებული და კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო", - განაცხადა კაციტაძემ.

პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ინიცირებულ კანონპროექტზე 93 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა