ალეკო ელისაშვილი - „ნაცმოძრაობამ" ლამის თვალები დაგვთხარა პროპორციული არჩევნების პრეზენტაციაზე რატომ მიხვედითო და თავად „ოცნებასთან“ ერთად, ლოპოტას ტბაზე არჩევნებზე მსჯელობენ

"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სურს მოლაპარაკება.

"მთელმა ოპოზიციამ და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობამ", ლამის თვალები დაგვთხარა პროპორციული არჩევნების პრეზენტაციაზე რატომ მიხვედითო. მით უფრო, რომ იქ ირაკლი კობახიძე იმყოფებოდაო. ჰოდა, ახლა თავად „ოცნებასთან“ ერთად, ლოპოტას ტბაზე პროპორციული არჩევნების წესზე მსჯელობენ. აბა, ახლა როგორ არის საქმე? ასევე დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სურს ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკება. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, რუსულად რომ ვთქვათ, „ჩაშკა - ლოშკა" და არც ერთს არ ეთმობა ამ რეალობის შეცვლა." - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს