დავით ჭიჭინაძე - გიორგი გაბუნიას გამოსვლის შეფასება, მითუმეტეს ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია

ვთვლი, რომ გიორგი გაბუნიას გამოსვლის შეფასება, ნებისმიერი მხრიდან და მითუმეტეს ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის მიერ პუტინისადმი გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე ხელისუფლების რეაქციას გამოეხმაურა.

„ქვეყნის პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ვინმეს მაამებელი ან მაგინებელი განცხადებებით. ასე არ ხდება. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა სულ სხვა საფეხურებია. ამიტომ ვთვლი, რომ გაბუნიას გამოსვლის შეფასება, ნებისმიერი მხრიდან და მითუმეტეს ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს, თორემ, რუსეთის მთავრობამ უკვე დაინახა „ის სამართლიანი აღშფოთება, რომლითაც აღიქვა მომხდარი საქართველოს მთავრობამ.”

ამან კი თავის მხრივ, სხვა არაფერი შედეგი არ დადო, თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მისცა გავრილოვის ინციდენტის შემდეგ.“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს