„ედინაია რასია“ საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს

რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, კვლავინდებურად, რუსოფობიული განწყობებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. ვხედავთ, ზოგიერთი გამძვინვარებული ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს და ახევენ „გეორგიევსკის ლენტებს“. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის შემოტანისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ“ , - განაცხადა დეპუტატმა.

ნევეროვის აზრით, ეს ზომები საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ხდება, მიეცეს ადეკვატური შეფასება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

"ედინაია რასია" საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში