რუსეთის დუმის სპიკერი - რუსეთთან კონფლიქტის მუდმივი პროვოცირება საქართველოს რადიკალურ ძალებს სჭირდებათ, რომელთა მიზანი ხელისუფლების დამხობაა

რუსეთთან კონფლიქტის მუდმივი პროვოცირება სჭირდებათ რადიკალურ ძალებს საქართველოში, რომელთა მიზანიც არსებული ხელისუფლების დამხობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განუცხადა.

„საქართველოში სიტუაციის გაუარესება გრძელდება. რუსეთთან კონფლიქტის მუდმივი პროვოცირება, პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია სჭირდებათ საქართველოს რადიკალურ ძალებს, რომელთა მიზანიც - არსებული ხელისუფლების დამხობაა“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ასეთ მიუღებელ საქციელში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგანაც რადიკალების მოქმედებები იმართება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და მათი მარიონეტის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომლებმაც დიდი ხანია რუსოფობია გახადეს თავისი პოლიტიკური საქმიანობის საფუძვლად“.

„ცხადია, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში მომხდარი და გუშინდელი გამოხტომა - ერთი ჯაჭვის რგოლებია“, - მიაჩნია ვოლოდინს.

დუმის სპიკერმა ივარაუდა, რომ „სიტუაციის შემდგომ დაძაბვას მომავალშიც ეცდებიან რადიკალების ჯგუფი და მათი დასავლელი კურატორები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო