დიმიტრი ცქიტიშვილი -  შეიძლება, ავიამიმოსვლის შეჩერება წაადგეს კიდეც ტურისტულ ინდუსტრიას

შეიძლება, ავიამიმოსვლის შეჩერება წაადგეს კიდეც ტურისტულ ინდუსტრიას,- ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ სანქციის დაწესება რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ისედაც სურდა, თუმცა ამისთვის საბაბი მიეცა.

„შესაძლოა, რუსეთს სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდეს არაერთი ასეთი ნაბიჯი დაგეგმილი, ხელოვნური ბარიერების შექმნა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ჩვენ მხოლოდ რუსეთიდან არ გვყავს ტურისტები, ამიტომ შეიძლება, წაადგეს კიდევაც ტურისტულ ინდუსტრიას, ისე მოხდეს, რომ გაიზარდოს კონკურენცია და სერვისების კუთხით უფრო მაღალი სტანდარტის შეთავაზება მოუწიოთ ქართველ მეწარმეებს, დახვეწონ სერვისები და ისე შესთავაზონ. ამიტომ ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. თუმცა შესაძლებელია, გარკვეული ჩავარდნები და ხარვეზები იყოს, რადგან სეზონი დაიგეგმა იმ მოცემულობით, რომელიც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ, ქართულ ეკონომიკას აქვს იმის რესურსი, რომ უმასპინძლობს ტურისტებს და ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ სეზონზე დაუსაქმებელი არ დარჩეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო