სულხან სალაძე პროპორციულ მოდელზე - ეს არის ერთადერთი მოდელი, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ

ეს არის ერთადერთი მოდელი, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ. როგორც სალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნულოვანი ბარიერის პირობებში ბლოკებზე საუბარი აზრს მოკლებულია.

„რეალობა არის ის, რომ ერთადერთი მოდელი, რომელიც 2020 წელს შეიძლება საპარალამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისას იყოს გამოყენებული, ეს არის ნულოვანი ბარიერი. არა იმიტომ, რომ ეს არის იდეალური, საუკეთესო, არამედ, ეს არის რეალობა, მოდელი, რომელსაც აქვს შანსი, რომ იყოს საბოლოოდ მიღებული პარლამენტში. შესაბამისად, მგონია, რომ რაც უფრო მალე დაასრულებენ პოლიტიკური პარტიები ამ ნაწილზე დისკუსიას, მით უკეთესი იქნება, რადგანაც სხვა მოდელებს არა აქვს გასვლის შანსი. მითუმეტეს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აფიქსირებს, რომ ისინი დაუჭერენ მხარს ამ მოდელს, თუ არ იქნება სხვა მოდელი წარმოდგენილი. მე არ მესმის, მაშინ ამდენს რატომ ვკამათობთ. შეიძლება ეს არ არის იდეალური სისტემა, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, ეს არის ერთადერთი მოდელი, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ",- განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებს, რომლებსაც 0.67 პროცენტის დაგროვების შემთხვევაშიც კი ეყოლებათ პარლამენტში წარმომადგენელი, ასეთ პირობებში ის ვერ ხედავს ბლოკების იდეას.

"მეორე საკითხია ბლოკები. როცა ვამბობთ, რომ ნულოვანი ბარიერი იქნება, ამ პირობებში ბლოკებზე საუბარი, ვფიქრობ, აზრს მოკლებულია. პოლიტიკური პარტიებს, რომლებსაც 0.67 პროცენტის დაგროვების შემთხვევაშიც კი ეყოლებათ პარლამენტში წარმომადგენელი, ასეთ პირობებში ცხადია, ვერ ვხედავ ბლოკების იდეას. თუ სწრაფად გადავალთ სხვა ტიპის ცვლილებების განხილვაზე, უკეთესი იქნება. მითუმეტეს, არის თემები, რომელიც ეხება დაფინანსების საკითხებს, კომისიების დაკომპლექტებას, აგიტაციის საკითხებს, გასაჩივრების თემებს, უამრავი პრობლემური საკითხია, რომელზეც ალბათ იქნება საგნობრივი დისკუსია. მითუმეტეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის პირობებში ისედაც მოუწევთ ამ თემებთან მიბრუნება პოლიტიკურ პარტიებს და კომისიის წევრებს. ვფიქრობ, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს. ეს უფრო დიდი პროცესის ნაწილია, მათ შორის, კანონმდებლობის ცვლილება, კომისიების დაკომპლექტების ნაწილში, პარტიების დაფინანსების ნაწილში და მთლიანობაში ამით უნდა ჩავატაროთ ჩვენ დემოკრატიული არჩევნები, ვიდრე 2016-ის საპარლამენტო არჩევნები იყო",- განაცხდა სალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს