ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები დღეს, 19:00 საათზე პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ

მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში, მშვიდობიანად, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა, რომ პუშკინის სკვერიდან პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.

მშვილდაძის თქმით, ეს არის თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებისა და მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორების განცხადება. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულონ თავისი ვალდებულება და უზრუნველყონ მანიფესტაციის მონაწილეების შეკრება და მათი უსაფრთხოება.

„ჩვენ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე წყდება, თუ ვის ეკუთვნის ქვეყანა - ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს. დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები, შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნის. დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას. მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს შვიდ საათზე, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში, მშვიდობიანად. ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით. ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა, უსაფრთხოება და ამ უფლებით სარგებლობის სრულყოფილი შესაძლებლობა“, - განაცხადა მშვილდაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა