ლევან ვასაძე ლგბტ დროშაზე - ჩვენ მშვიდად ვართ, ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი - მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის

ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტის შენობასთან ლგბტ დროშის გამოჩენას, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე დრონის საშუალებით ფრიალებს.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, აქციაზე შეკრებილებისთვის ლგბტ დროშის „ცაში გამოჩენა“ შეურაცხმყოფელი არ არის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე არ დადასტურდება ინფორმაცია, რომ „პრაიდი“ აღარ ჩატარდება.

„უამრავი ხალხი მოვიდა. ძალიან კარგია. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს, ვისაც არ უნდა, ნუ შემოგვიერთდება. ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის. ცაში რომ ცისარტყელა ჩნდება ხოლმე, ჩვენ მანამდეც ვიცოდით და ამის მერეც გაჩნდება ცისარტყელა ქართულ ცაზე. ჩვენთვის ეს არ არის შეურაცხყოფა. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ მათი უსუსურობის და საცოდავობის დემონსტრირება. ამიტომ, რა ვქნათ ახლა, აქედან ხელები ვუქნიოთ, ვუყვიროთ „ისტერიჩკა“ ქმნილებებივით?! მე პირადად განწყობილი ვარ ძალიან დიდი დადებითი ემოციით, ძალიან მშვიდად ვარ. აქ ვხედავ ჩემს უამრავ მეგობარს, უამრავი ხალხი მოდის სამსახურის მერე. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმეს დავუპირისპირდეთ. ამბობენ, რომ ახლა, აქ 19:00 საათზე ვიღაცები მოვლენ, დაგვიპირისპირდებიან. ვინ უნდა დაგვიპირისპირდეს? - მოვიდნენ, რუსეთის ოკუპაციას ვაპროტესტებთ?! კი, ბატონო. მთელი ჩვენი ცხოვრება ვაპროტესტებ რუსეთის ოკუპაციას და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ის შევატრიალო. არ მიმაჩნია, რომ შარვლის ჩახდა და უკანალის ჩვენება დააჩქარებს საქართველოს გამთლიანებას. არ მიმაჩნია, რომ ბილწი და უხამსი სიტყვების ძახილი რამით დაგვეხმარება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში. თვენსავით, თქვენთან ერთად აბსოლუტურად უანგაროდ ვარ თავგადადებული პატრიოტი ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ვასაძემ.

რა სიტყვით მიმართა ლევან ვასაძემ შეკრებილებს მას შემდეგ, რაც აქციის თავზე LGBT დროშა აფრიალდა - "ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი-დიდი რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს