რომან გოცირიძე - გამორიცხული არ არის პროპორციულ სისტემაზე მაჟორიტარები იმას ლაპარაკობდნენ, რაც „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში გულში აქვს

გამორიცხული არ არის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარები იმას ლაპარაკობდნენ, რაც „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში გულში აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განუცხადა. რომან გოცირიძის თქმით, არ არის გამორიცხული პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარების პოზიცია უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც გაიზიარონ.

„ შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ენდო, მათ აქვთ სერიოზული კრიზისი, რაც ამ გავრილოვის ამბებს მოჰყვა, იძულებულები გახდნენ ამ კრიზისის ჩასახშობად რაღაც დათმობებზე წასულიყვნენ. სინამდვილეში მათ არ აწყობთ ეს ცვლილება. არ არის გამორიცხული გააკეთონ ის, რაც თავის დროზე გააკეთეს კონსტიტუციის მიღების დროს: მიღებული, განხილული, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული კონსტიტუცია შეცვალეს და კვლავ მაჟორიტარული სისტემა დატოვეს 2024 წლამდე. მაშინაც მაჟორიტარების „ბუნტს“ დააბრალეს. არ არის გამორიცხული პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარები იმას ლაპარაკობდნენ, რაც „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში გულში აქვს. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. საქმე ჯერ შუა გზამდეა მისული, არანაირად არ უნდა მოდუნდეს არც საზოგადოება, არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არც პოლიტიკური პარტიები, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ, მოიპოვოს საარჩევნო სისტემა და ამ ფეოდალი მაჟორიტარების, ხმების ბეღელი რომ აქვთ და ფულით ყიდულობენ ხმებს, ამათი სისტემა უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ამათ გარდა სხვებიც წამოყოფენ თავს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს