დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მმართველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) შეხვედრა წელს პირველად საქართველოში გაიმართა. ამ მიზეზით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნული გაერთიანების მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, ტექნიკურ სამუშაო ჯგუფებში ექსპერტების შერჩევა თითოეული ქვეყნიდან, მომავალი კონფერენციის ორგანიზების საკითხები, რეგიონალური კითხვარის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და სხვა. შეხვედრის ძირითად თემებში ასევე შედიოდა განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ტემპები და მათი დაბალანსების საშუალებები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ესტუმრნენ ახალციხის კონვერტორული სადგურს, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს.

„2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია, რაც CIGRE-ს მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. იმავე წელს სსე-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში. CIGRE - საქართველო არის პირველი ეროვნული კომიტეტი, რომელიც რეგიონის მასშტაბით შეიქმნა“, - აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო