„რია ნოვოსტი“ - რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა „ჩრდილოვან“ გადარიცხვებს ხელს შეუწყობს

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ტრანსასაზღვრო ფულადი გადარიცხვების ოდენობამ, რომელიც რეზიდენტი ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ რუსეთიდან საქართველოში ხორციელდება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 124 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 132.2 მილიონი დოლარი იყო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მისივე ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში გადარიცხული თანხიდან რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე 101.6 მილიონი დოლარი მოდის, რაც გადარიცხვათა მთლიანი მოცულობის 80 %-ია, არარეზიდენტებზე კი 22,7 მილიონი დოლარი მოდის.

ამასთან, სააგენტოს მოჰყავს ცალეკეული ფულის გადარიცხვის კომპანიების მოსაზრებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუკი რუსეთი საქართველოში ფულად გადარიცხვებზე აკრძალვას დააწესებს, ეს ხელს შეუწყობს „ჩრდილოვან“ გადარიცხვებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა