ლევან ვასაძე - ქართველებო, კაცებო, ქალბატონებო, არ გვინდა ის მეთოდები, რომლითაც ეს დემონები ოპერირებენ - ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი დიდი, თავზე რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ

არც ხვალ და არც შემოდგომაზე არაფერი გამოუვათ, ჩვენი დამოკიდებულება არის მუდმივი და არაფერი იცვლება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მიმართ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის შენობის მიმდებარედ დრონის მეშვეობით ლგბტ დროშამ გადაიფრინა.

როგორც ლევან ვასაძემ პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა, უმჯობესია პროტესტის გამოხატვისთვის უფრო ცივილურ და „კაცურ“ ფორმაზე გადავიდნენ.

„ვისაც უნდა მოვიდეს და რაც უნდა ის გვიქნას, ჩვენ აქედან არ დავიშლებით ამ დღის ბოლომდე, სანამ არ დადასტურდება, რომ პრაიდის ჩატარება გაუქმდა. თქვეს, რომ გავაუქმებთო, მაგრამ ეგრე არ არის ძმაო, გამოაცხადე, გააუქმე. ხომ თქვით, რომ დღეს იქნებოდა?! გითხარით, არ იქნება. ხომ თქვით, რომ ერთი კვირა უნდა ვატაროთო?! ხომ არ ჩაგატარებინეთ. აი ზუსტად ასე არ ჩაგატარებინებთ არასდროს. მამათმავლობისა და ყველანაირი სხვა გარყვნილების ზეიმი საქართველოში არ შედგება. ერთი და იგივე როდემდე ვიმეოროთ?! ამიტომ, ჩემი მიმართვა, ჩემი თხოვნა, ჩემი მოფერება და ძმობა აქ შეკრებილი საზოგადოების მიმართ იქნება - ქართველებო, კაცებო, ქალბატონებო წყნარად და დინჯად. არ გვინდა ის მეთოდები, რომლითაც ეს დემონები ოპერირებენ. არ გვინდა გინება, დაძაბვა, ყვირილი. ჩვენ წყნარად ვართ. ძლიერი კაცი წყნარად არის. მოგვიწყობენ პროვოკაციას? დავმშვიდდეთ, პასუხს წყნარად გავცემთ. ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი დიდი, თავზე რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ. წყნარად ვართ, ერთად ვართ, ბევრნი ვართ და გვიყვარს ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა