გიგა მაქარაშვილი „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებზე - აქციას, ადგილსა და დროს გვართმევენ, შსს ვალდებულია დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

თუ კონტრაქციის წევრები იზიარებენ იმ პათოსს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და გახარია უნდა გადადგეს, კი ბატონო, დავდგეთ ერთად და უფრო მეტნი ვიქნებით, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაქარაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უფლებები.

„ეს იყო აბსოლუტურად დაუგეგმავი, რაც დღეს დაგვხვდა აქ, დაიკავეს ადგილი. წინასწარ დაგეგმილ და დააანონსებულ აქციას, ადგილსა და დროს გვართმევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთადერთი ორგანო, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისინი არიან ვალდებულნი, რომ არ მოხდეს არავითარი ესკალაცია. თუ ჩვენი ხელის შეშლა უნდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პირდაპირ ვალდებული დაიცვას ჩვენი გამოხატვის და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება წინასწარ დაანონსებულ დროსა და ადგილზე. ამასაც თუ ვერ ახერხებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ გახარია უნდა წავიდეს. არ ვიცი, რატომ აქვთ ჩვენ მიმართ აგრესია. თუ თვლიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, ძალიან ცდებიან და არიან ქვეყნის მტრები. თუ თვლიან, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ გახარია უნდა გადადგეს აუცილებლად. სხვა რა მიზეზი აქვთ არ ვიცი. ლგბტ თემას თუ ეხმაურებიან, ის არის საერთოდ სხვა აქცია, სხვაგან უნდა ჩატარებულიყო და არც კი ჩატარდა და კონტექსტიდანაა აცდენილი. მე ვფიქრობ, ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ გავაგრძელოთ აქციები, მთელი მსოფლიო ხედავს რაც ხდება, რომ ერთი სამართალდარღვევა არ გვქონია და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვასაძეს, ქალაქში არის უამრავი ადგილი, სადაც შეუძლია გააპროტესტოს ის, რაც უნდა. თუ ჩვენს მოთხონებს არ იზიარებს, მაშინ სხვაგან უნდა იდგეს“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა