რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გამოხტომა ცინიკური პროვოკაციაა - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმეს ეს

ქართული ტელეარხის „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტის გამოხტომა ამაზრზენი და ცინიკური პროვოკაციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განუცხადა.

„ასეთი რამ მიუღებელია ადამიანურ ურთიერთობებში, სხვაზე უკვე აღარაფერს ვამბობ“, - განაცხადა მატვიენკომ. მისი აზრით, პირველ რიგში ჟურნალისტურმა საზოგადოებამ უნდა დაგმოს ქართველი ტელეწამყვანის საქციელი.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმეს ეს გამოხტომა, უწოდეს მას უღირსი და მიუღებელი. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენთვის ახლობელმა ხალხმა გამოხატა თავისი აღშფოთება“, - აღნიშნა მან.

მატვიენკოს თქმით, ცივილიზებულ საზოგადოებაში არ არის ისეთი ჟურნალისტის ადგილი, როგორიც გაბუნიაა.

„ქართველებს არ შეუძლიათ თავს ამისი უფლება მისცენ, ისინი ძალიან კეთილშობილები, სტუმართმოყვარეები, კეთილგანწყობილები არიან, ხოლო ამ წამყვანის ადგილი არ არის ცივილიზებულ საზოგადოებაში“, - განაცხადა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო