გიგა ბოკერია - ერთ მხარეს არიან პუტინის მხარდამჭერები,  მეორე მხარეს არის საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, ვისაც უნდა თავისუფალი ქვეყანა

ერთ მხარეს არიან პუტინის მხარდამჭერები, ბიძინას და „ოცნების“ აქტივი და სიძულვილის ჯფუფები, შუა საუკუნეების შავბნელები, მეორე მხარეს არის საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, ვისაც უნდა თავისუფალი ქვეყანა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პუშკინის სკვერში განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ძალიან მკაფიო წყალგმაყოფია. ამასთან, კითხვაზე ელოდება თუ არა ის დღეს პროვოკაციებს რუსთაველის გამზირზე, ბოკერია პასუხობს,რომ ის ამას მუდმივად ელოდება.

„ძალიან მკაფიო წყალგამყოფია ჩვენს ქვეყანაში. ერთ მხარეს არიან პუტინის მხარდამჭერები, ბიძინას და და „ოცნების“ აქტივი და სიძულვილის ჯგუფები, შუა საუკუნეების შავბნელები, გახარიას მხარდამჭერები ის ხალხი, ვინც პუტინის და გახარიას ღირსებას იცავს. მეორე მხარეს არის საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, ვისაც უნდა თავისუფალი ქვეყანა ყველას პერსონალური თავისუფლებით, თავისუფალი რუსეთის აგრესიისგან. ყველა ნორმალური მოქალაქის ადგილი არის იქ, სადაც თავისუფალი საქართველოს მომავალია. რაღაც თვალსაზრისით კარგიც არის, რომ ასე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ფიზიკურად ერთად დგანან და ერთად იცავენ პუტინის, გახარიას და ივანიშვილის ღირსებას ეს ყველა ჯგუფები.

ამდენი დღე გრძელდება გახარიას გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია და ეს მოთხოვნა არსად წავა. ეს არის ფუნდამეტური საკითხი ანგარიშწორების, მაგრამ მთავარი საბოლოო ჯამში არის მთავრობა, რომელიც ღიად ჩვენი მტრის სამსახურში დგება საკუთარი თავის გადასარჩენად, გარშემო იკრებს საქართველოს თავისუფლების და ქვეყნის შიგნით თავისუფლების მტრებს, უნდა გადავირჩიოთ არჩევნებზე“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა