ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა სთხოვეს, პროტესტი პუშკინის სკვერშივე დაეფიქსირებინათ და პარლამენტისკენ გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვეს.

მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ნატო-ს დროშებით არიან მისული. ისმის შეძახილები "მშვიდობა", "გახარია წადი".

აღსანიშნავია, რომ პოლიციას რუსთაველის გამზირზე კორდონი აქვს გაკეთებული, რაც ორი საპირისპირო აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან მიჯნავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა