ლევან ვასაძე  - „თბილისი პრაიდი“ გადაიქცა თბილისი ჰაიდად - ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან

„თბილისი პრაიდი“ გადაიქცა თბილისი ჰაიდად - ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს შს სამინისტროსთან განუცხადა, სადაც მისი და მისი მხარდამჭერების მისვლამდე „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა მსვლელობა გამართეს.

„გასაგებია, რომ ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყვნენ ერთდროულად ყველგან. რა თქმა უნდა, კურდღლებს შეუძლიათ იქ სადმე ვარკეთილში აირბინონ, რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდანაც გაიქცნენ. აქ მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, ვერის ბაღში, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშ-ფანდური“, - განაცხადა ვასაძემ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ, სადაც მსვლელობა გამართეს. მათ ეჭირათ შემდეგი შინაარსის ბანერები: "არა ჰომოფობიას", "სახელმწიფო, სად ხარ".

"თბილისი პრაიდი" გადაიქცა თბილისი ჰაიდად - ანუ კუკუდამალობანად, როგორც კი გავიგეთ რაღაცას მაიმუნობდნენ, მივედით და დაფრთხნენ" - ვასაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა