გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ლგბტ თემის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანტისაოკუპაციო  აქციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აქციის მონაწილეთა ნაწილის ინფორმაციით, ლგბტ თემის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კერძოდ, როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, „შავრაზმული პროპუტინული ჯგუფიდან ერთი ადამიანი ანტისაოკუპაციო აქციის მხარეს გადავიდა და გინება დაიწყო“.

„მათგან არ მიკვირს. რამდენი ხანი უნდა ჰყავდეს ივანიშვილს ეს პროპუტინისტური ჯგუფები? ეს ყველაფერი არის მართული და ამას აღარც მალავენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ესვრიან ბოთლებს, სხვადასხვა ნივთებს და პოლიცია დგას, რადგან ივანიშვილისგან აქვს ბრძანება. ეს ხალხი აღარც გვიმალავს, რომ თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეს ჯგუფები აქვთ შექმნილი, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებენ“, - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა