არჩილ თალაკვაძე - არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ვხედავთ არენაზე, რომელიც პატრიოტიზმის მოტივით ცდილობს თავისი აგრესიული მოქმედებები გაამართლოს

ჩვენ არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ვხედავთ არენაზე, რომელიც პატრიოტიზმის მოტივით ცდილობს თავისი აგრესიული მოქმედებები გაამართლოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძე ურჩევს ამ ძალებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავის ფილოსოფიას.

„მინდა ხაზგასით ვთქვა, რომ დღეს პატრიოტიზმი, საქართველოს ინტერესები არის მშვიდობიანი განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის უზრუნველყოფა და დასავლურ ოჯახში უზრუნველყოფა. თუ ვინმეს სხვანაირად ესმის თავისი ქვეყნისთვის თავდადება და თავისუფლების იდეის დაცვა ან პატრიოტიზმი, ვურჩევ ამ ძალებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავის ფილოსოფიას. თუ არადა, ამ ფილოსოფიას გადახედავს საზოგადოება", - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამართულ აქციებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა მხარემ მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში უნდა უზრუნველყოს და დაგეგმოს თავისი პროტესტის გამოხატვა.

„შეკრება და მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია რაიმე ძალადობრივი სცენარისთვის და დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, სადაც არსებობს შესაძლო დაპირისპირების რისკები, ფიზიკური კონფრონტაციის რისკები, მიიღოს პრევენციული ზომები და არ მიიღოს ასეთი დაპირისპირება. მინდა ყველა მხარეს ვთხოვო მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში უზრუნველყონ და დაგეგმონ თავისი პროტესტის გამოხატვა. ვინაიდან საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის უპირატესი არის უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიები. ამ გარანტიებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ამაში გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერაც. ბუნებრივია, ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და ჯგუფებმა აიღონ ეს პასუხისმგებლობა და აჩვენონ საზოგადოებას, რომ აქვთ ეს პასუხისმგებლობა",- განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო