„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილები პარლამენტის წინ შეკრებას  მომდევნო დღეებშიც გეგმავენ

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილები პარლამენტის წინ შეკრებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. მან შეკრებილ აქციის მონაწილეებს კითხვით მიმართა, სურთ თუ არა, აქციის სხვა დროსაც გაგრძელება. თანხმობის მიღების შემდეგ, მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სასულიერო პირები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები ხვალ 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

ამასთან, ლევან ვასაძის მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლას ითხოვენ.

"მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო