ლევან ვასაძის განცხადებით, 2 ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი

ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პარალმენტის წინ ორი მოთხოვნა გააჟღერა. მისი თქმით, იმისთვის, რომ მათი შეკრება ლოგიკურ შედეგამდე მივიდეს აყენებენ ორ მოთხოვნას: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძემ საკუთარ გამოსვლაში რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ რამდენიც არ უნდა „იჭიჭყინონ“ , მათ ვერავინ გააჩუმებს.

„სახელმწიფო გადატრიალებას რომ აპირებდნენ, აი ის ხალხი, რომ ჭიჭყინებს და ჩვენ რომ გვაბრალებენ ძალადობას და გინებას. ნახეთ მაგათი ტოლერანტობა, როგორც კი ჩვენ ვლაპარაკობთ, სასტვენებში უსტვენენ. ცდილობენ, რომ სიტყვა გაგვაწყვეტინონ, მაგრამ ვერ გაგვაჩუმებენ. რამდენიც არ უნდა უსტვინონ. ჩვენ მაინც აქ ვიქნებით და სათქმელს ვიტყვით"“,-განაცხადა ლევან ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა