„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ დაშლას არ აპირებენ

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, პარლამენტის წინ დარჩებიან მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და აიკრძალოს საჯაროდ გარყვნილების პროპაგანდა.

ამასთან, ისინი პოლიციას ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ვადას აძლევენ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ მიმდინარე აქცია დაშალონ. ამის შემდეგ კი, ისინი კარვების აღებას და დაშლას გეგმავენ.

თავად ლევან ვასაძის განცხადებით კი, აქცია გაგრძელდება ისე, როგორც „ხალხი ინებებს“.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა დაშლის და აქციის მომდევნო დღის გადაწყვეტილება მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა