დიმიტრი ლორთქიფანიძე - სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია და როცა ამის უარყოფა ხდება,  ხალხი ხელში იღებს ძალაუფლებას, ეს გინდათ?

ხვალ მთელი საქართველო აქ გაჩნდება და განახებთ რას ნიშნავს საზოგადოებრივი მოთხოვნა,-ამის შესახებ რუსთაველზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციის კორდონთან მივიდა, ანტისაოოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გასაუბრება სცადა და პოლიციელებს მიმართა.

„მართლა სისხლი გადაისხით ამათი თუ რა ხდება გამაგებინეთ. ჩვენი ბიჭები წაიყვანეთ აქციიდან, მიკროფონები გამოგვირთეთ, ყველანაირად გვზღუდავთ უფლებებში, ხელისუფლება და პარლამენტის წევრები ჩვენთან მოსვლას არ კადრულობენ , მაგრამ გეტყვით რა არის რეცეპტი და ამაში ხვალ დარწმუნდებით. მთელი საქართველოდან ჩამოვიყვანთ ხალხს, უკვე ვიზრუნეთ ამაზე. ხვალ მთელი საქართველო აქ გაჩნდება და განახებთ, რას ნიშნავს საზოგადოებრივი მოთხოვნა.

სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია და როცა ამის უარყოფა ხდება, ხალხი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს და ხელში იღებს ძალაუფლებას, ეს გინდათ? გინდათ გეკითხებით?- მიიღებთ“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა