„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ  კარვების გაშლას გეგმავენ

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ 9 ივლისს კარვების გაშლას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, კარვების გაშლა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

"ჯერ გათენებამდე კიდევ გვაქვს საათზე მეტი დრო და ხალხმა დაიწყო დენა. მთელი თბილისი ფეხზე დგას. ჩვენ აქ კარვებს მოვიტანთ და სტაციონალურად გავშლით იმისთვის, რომ გავაჩინოთ აბსოლუტური განცდა იმისა, რომ აქედან ფეხის მოცვლას არავინ არ აპირებს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ამ პრინციპებზე იდგებიან მანამდე, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.

"ამ პრინციპებზე ვიდგებით მანამდე, სანამ ხელისუფლება, რომელსაც დღეს ძალიან ცივილურად გავუგზავნეთ გზავნილი, რომ შეგვხვედროდნენ, არ შეგვხვდება. ბატონო არჩილ, მთავრობის წევრებო, შეგვხვდით დალოცვილიშვილებო. ვიბრძვით, რომ ქვეყანა არ გადატრიალდეს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა