ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებთან სასაუბროდ  მივიდა

პარლამენტის წინ, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მოსწავლე-ახალგაზრდობია სასახლიდან სასაუბროდ გადმოვიდა. როგორც ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ანტისაოკუპაციო აქციიდან გადმოსული ახალგაზრდისა და პარლამენტის წინ შეკრებილების გარკვეული ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა.

"იქითა ბანაკში, როგორც ჩანს, ძალიან ბევრს ფიქრობენ და უნდათ ძველი სამოთხე დაიბრუნონ და მე მესმის მათი ადამიანურად. საერთო გადაკვეთის წერტილები შეიძლება იყოს ოკუპაცია, მომხდართან დაკავშირებით მთავრობის პასუხისმგებლობა. რაზეც საერთოდ არ ფიქრობენ, ის არის, რაც აგვიფრიალეს, სოდომური დროშის სახით და თუ ფიქრობენ, რომ საერთო ღირებულებები ვნახოთ, ეს რატომ აგვიფრიალეს?!", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, ასევე დასაგმობია ის ფაქტიც, რომ ანტისაოკუოპაციო აქციის მონაწილეების გვერდით არიან "ევროპული საქართველოს" წევრები, რადგან ისინიც ლგბტ თემის მხარდამჭერები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო