შოთა დიღმელაშვილი - "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებთან ლაპარაკი შეიძლება და ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ

მე მგონი, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებთან ლაპარაკი შეიძლება და ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანატორმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენი გეგმაა, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს. ისინი მოტყუებით ჩამოყვანილი საწყალი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა აქციაზე მოიყვანეს და სხვა აქცია დახვდათ. მე მგონი მათთან ლაპარაკი შეიძლება და ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციას დავალებული ჰქონდა, რომ კორდონი ღამის განმავლობაში, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო.

"როგორც ჩანს, პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ მაქსიმალურად დიდი ხანი ყოფილიყო კორდონი. 18 წლის გოგოებისთვის თვალში ტყვია არ დაენანათ და ამ 20 კაცს ზედმეტი ვერაფერი შეკადრეს, იმ აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც რაღაცებს ისვრის", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი პარლამენტთან დარჩებიან მანამ, სანამ არ გადადგება შს მინისტრი, გიორგი გახარია.

აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები: "გახარია წადი", "მშვიდობა".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს