გურამ ფალავანდიშვილი - არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს - მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გავაგრძელებ, მაგრამ კონტრაქცია პარლამენტთან არ მინდა

გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დატოვა. მასთან ერთად აქციას კიდევ რამდენიმე პირი გამოაკლდა. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან, აცხადებენ, რომ ჯერ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ფალავანდიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათი მიზანი მიღწეულია და პროტესტის აზრს ვერ ხედავს.

"ჩვენ აქ არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს. ისინი 18 დღეა აქ დგანან. პატივი სცეს სიტუაციას ლგბტ დროშა არ აუწევიათ. მე მათთან პროტესტს ამ კუთხით ვერ ვგრძნობ. მე გავრილოვს და პუტინს არ ვიცავ. მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გავაგრძელებ ჩემი მოთხოვნებით, მაგრამ კონტრაქციას აქ არ ვაპირებ. მე ეს არ მომწონს. გუშინ აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ დღესაც აქ დგომა მხოლოდ იმიტომ რომ არ შემოცვივდეს ეს ხალხი, არ მინდა",- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

პარლამენტის წინ ორი აქცია მიმდინარეობს. ერთზე „თბილისი პრაიდის“ მიერ „ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, მეორე კი 20 ივნისის შემდგომი აქციაა, რომელზეც შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს