ლევან ბოძაშვილი - მამუკა ხაზარაძის მოძრაობა გაფილტრავს პოლიტიკურ ცხოვრებას პარაზიტებისგან

მამუკა ხაზარაძის ინიციატივა დროული და აუცილებელია, - ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის გადაწყვეტილებას.

როგორც ბოძაშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამუკა ხაზარაძეს აქვს პიროვნული რესურსი, რათა საზოგადოებრივ ფრონტზეც წარმატებულ ლიდერად იქცეს.

„არსებულ სიტუაციაში, როდესაც სამოქალაქო და პილიტიკური ველი სრულიად პოლარიზებული, დაბნეული და დაქსაქსულია, დაკარგული აქვს ყოველგვარი პოლიტიკური და მორალური ლეგიტიმაცია, ეს ინიციატივა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. სამწუხაროა, რომ ამ მასშტაბის ბიზნესმენებს უწევთ ასეთი აქტივობების დაწყება, თუმცა როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი ქვეყანას აღარ დარჩა. ამიტომაც მივესალმები ამ ინიციატივას. ამავე დროს, ის მოახდენს გარდატეხას პოლიტიკურ ცხოვრებაში და გაფილტრავს მას იმ პარაზიტიზმისგან, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სენია ბოლო 3 ათეული წელიწადი. ამავე დროს მამუკა ხაზარაძეს აქვს პიროვნული რესურსი, რათა საზოგადოებრივ ფრონტზეც წარმატებულ ლიდერად იქცეს“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ ხაზარაძის მოძრაობაში „ზუსტად ისეთი ხალხი გაერთიანდება, რომელთაც ქვეყანასა და მის მომავალზე გული შეტკივა“.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, - ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს