უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილს რადაში შესვლის მცირე შანსი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იქნება ფიგურა უკრაინულ პოლიტიკაში

მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ პარლამენტში შესვლის მცირე შანსი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იქნება ფიგურა უკრაინულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინის პარლამენტის წევრმა ალექსი რიაბჩინმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ სააკაშვილის პარტია ვერ შეძლებს პარლამენტში შესვლას, თუმცა სააკაშვილი იქნება პოლიტიკური ფიგურა უკრაინაში, მისი ცნობადობიდან გამომდინარე.

„გამოკითხვების შედეგების თანახმად, მას პარლამენტში შესვლის მცირე შანსი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ იქნება ფიგურა უკრაინულ პოლიტიკაში, რამდენადაც მას ხალხი იცნობს და მისი საჯარო განცხადებები მედიის საშუალებით ვრცელდება, ასე რომ, მას შეუძლია ეს გამოიყენოს უკრაინულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პარლამენტში,"- აცხადებს უკრაინელი პარლამენტარი.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას, ალექსი რიაბჩინის შეფასებით, სააკაშვილი როგორც ქართველი და როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი განსხვავებულია, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე.

„ბევრი უკრაინელი აღფრთოვანებულია იმით, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გააკეთა -კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის. ზოგიერთს ის სძულს, ზოგს - უყვარს, თუმცა საქართველოში არის მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგები. რაც შეეხება უკრაინას, აქ საკითხავი ისაა, რა შედეგები გამოიღო იმან, რაც სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა უკრაინაში გააკეთა. სამწუხაროდ, არ არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელიც მან, როგორც ოდესის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელმა პოლიტიკოსმა შეძლო წარმოედგინა.

ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, წარმატებებისა და წარუმატებლობების განსხვავებული ისტორიაა. დღესდღეობით კი, ის როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობს,"- განაცხადა რიაბჩინმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" უმაღლესი რადას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაარეგისტრირა, რომელიც 21 ივლისს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა