სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე, პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის აზრით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე, პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა შანსები აქვს მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურად, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა “არ ჰგონია, რომ მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს“.

„რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება მოძრაობა დააფუძნოს, იმუშაოს და იმოქმედოს იმ არეალში, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მათ შორის რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოძრაობის შექმნის კუთხით. ამ მოძრაობას რა მხარდაჭერა ექნება ხალხის მხრიდან, ეს უკვე მეორე თემაა და ამას ვნახავთ ალბათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო ალბათ პოლიტიკური პარტიისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მას აქვთ ამის სრული უფლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ხაზარაძის განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა