რომან გოცირიძე - მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ეთანხმება ჩვენი პარტიის პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ!

მივესალმებით ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ”თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.

დეპუტატის აზრით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სოციალური თუ სხვა რესურსი, რომელიც საკმაოდ წონადს ხდის იმისათვის, რომ სისტემის დემონტაჟში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

“ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად - პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა! ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ! მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის თაობაზე ხაზარაძემ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა