რამაზ საყვარელიძე - რუსეთს სჭირდება ჰიბრიდული, ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ომი

რუსეთს სჭირდება ჰიბრიდული, ანუ ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ომი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

საყვარელიძის თქმით, რუსეთს სურს ქართული ეკონომიკა ჩაიძიროს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მოვლენები დაიწყო რუსი პოლიტიკოსის ჩამოსვლით, შემდეგ იყო პროტესტი, რასაც მოჰყვა გახარიას შეცდომა, პროცესი გაგრძელდა და გაბუნიას გამოსვლაც დაემატა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც გავრილოვის თავხედობა იყო შემთხვევითობა, მას მომზადებული დახვდა აქ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, სასწრაფოდ ჰქონდათ რეაქცია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომი არ დაიწყება, ეს არ სჭირდება რუსეთს.

„მას ერთი ომი აქვს უკრაინასთან და ის ყოფნის მსოფლიოსთან საჭიდაოდ. მას სჭირდება ჰიბრიდული ომი, ანუ ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ომი. ტურისტები, გადმორიცხვების შემცირება, ღვინის ექსპორტი და ასე შემდეგ. მათი მიზანია საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალოს და ჩვენ ამ მიზანს ჩვენი ემოციურობით ხელს ვუწყობთ. რუსებმა მცირე პროვოცირება გაგვიკეთეს და მერე ხელები დაიკრიფეს, გვიყურებენ როგორ მივდივართ იქით, საითაც მათ სურთ და ახლა მათ სურს ეს, რომ ქართული ეკონომიკა ჩიხში შევიდეს. ქართული ეკონომიკის გადარჩენა არის ინვესტიციები, მაგრამ ასეთ ქვეყანაში, ასეთ დედაქალაში, რასაც ყოველ ღამე ჩვენ ვუყურებთ, ინვესტიციებს არ ჩადებენ. ინვესტიციებზეა დამოკიდებული არა მარტო ქვეყნის შიდა ბიზნესი, არამედ ისეთი საერთაშორისო პროექტი, როგორიცაა ანაკლიის პროექტი. ასევე, სტაბილურობაზეა დამოკიდებული ისეთი საერთაშორისო პოლიტიკური პროექტი, როგორიცაა აეროპორტების მშენებლობა, ეს ყველაფერი რუსეთმა დააყენა დარტყმის ქვეშ. შედეგიანი იქნება თუ არა ეს დარტყმა არავინ იცის. რეაქციები ქართული სახელმწიფო ფიგურების, გასაგებია, ეკონომიკის დაცემაზე პასუხი მათ მოეთხოვებათ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა