იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეთავაზებას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა, რომ შეცვლილიყო საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის რიგითობა და უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ მე-3 ან მე-4 საკითხად და არა მე-18, მე-19 საკითხად. ჯანეზაშვილის მოსაზრებას იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.

„მაქვს ასეთი შემოთავაზება, რადგან მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი, რომელსაც რამდენიმე კვირაა ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, გთავაზობთ,რომ მესამე ან მეოთხე საკითხად გამოვიტანოთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს ინფორმაციის გასაჯაროვებას, საორგანიზაციო საკითხებს და თარიღის ჩანიშვნას. მე ვფიქრობ, ხალხი მოსულია აქ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი მოისმინოს და ღამის ათ საათზე არ უნდა განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ეს წინა სხდომაზე გააკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონო გიორგი, რადგან თქვენ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, მე, ჩავთვლი, რომ ხართ მიკერძოებული", - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა გიორგი მიქაუტაძეს.

თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჯანეზაშვილის ამ მოსაზრებას პოპულისტური უწოდა.

„ვსუბრობთ რაღაც საათებზე, თურმე ჩვენ დღის წესრიგი იმის მიხედვითაც უნდა ავაწყოთ, დამსწრე პირების გრაფიკი როგორი არის და დამსწრე პირებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ამაზე უნდა ფიქრობდეს თურმე საბჭო. ამაზე ალბათ უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი არც ერთ შემთხვევაში. რაც შეეხება დღის წესრიგის ჩემს მიერ რიგითობის განსაზღვრას, დაგეთანხმებით, რომ ეს ასე არის და დაგეთანხმებით, რომ ბოლოს არის დატოვებული ეს საკითხები, იმიტომ რომ მე, როგორც მოგეხსენებათ არ ვმონაწილეობ სხდომის იმ ნაწილში, სადაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. მე არ ვფიქრობ, რომ სხდომიდან გასვლა და მერე უკან დაბრუნება სწორი საქციელი იყოს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ზუსტად ასე ვალაგებ, კი ბატონი. აი, ეს არის ლოგიკური ახსნა, რატომ არის ეს საკითხები დღის ბოლოს და არა იმიტომ, ქალბატონი ნაზი, რომ ვიღაცას ან დღის საათების ეშინია ან ღამის. ზამთარში, რომ ადრე ღამდება, მერე რა გავაკეთოთ?! აბსოლუტურად პოპულისტურია ეს განცხადებები და არანაირ კავშირში არ არის საღ აზრთან“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს