სოფიო ქაცარავა - გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან კლაუდია როთთან, სადაც საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მან გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„გერმანიას აქვს მნიშვნელოვანი როლი და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 11-12 ივლისს ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, აღნიშნულ ფორმატში საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობას.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა