რამაზ საყვარელიძე - გახარია ამოჩემებული ჰყავთ, რაც ბადებს ეჭვს, 20 ივნისის სისხლიანი ნაწილი ხომ არ არის მათი გაკეთებული, ვინც დღეს მის გადადგომას ითხოვს

გახარია მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი ძლიერი ფიგურაა, ამიტომ ითხოვს ოპოზიცია მის გადადგომას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საყვარელიძის თქმით, თუ საზოგადოებას სურს რეალური დამნაშავის გამოაშკარავება 20 ივნისის მოვლენებზე, გამოძიება უნდა მოითხოვოს, რომელშიც უცხოელებიც ჩაერთვებიან და ამ გამოძების შედეგებით უნდა დადგინდეს რეალურად პასუხისმგებელი პირი.

„გახარიას გადადგომას ითხოვენ იმისთვის, რომ შემდგომმა მემკვიდრეებმა იცოდნენ, ხალხისთვის სროლა არ შეიძლებაო? გადადგომები ხომ გვაქვს ნანახი? მაგალითად, მთავარი პროკურორი გადადგა, შემდგომმა პროკურორმა ამით დასკვნა გააკეთა, რომ პროკურატურის მუშაობაში დარღვევა არ უნდა იყოს? საზოგადოებას თუ რეალური დამნაშავე აწუხებს, მაშინ გამოძიებას უნდა ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს ამ გამოძიებაში უცხოელების ჩართვას, რაც გაზრდის სანდოობას. ყოველივე ამის შედეგებზე უნდა იყოს სწორი რეაქცია და იმ პირმა აგოს პასუხი, ვინც რეალურადაა დამნაშავე. ჩვენ დღეს რეალური პასუხისმგებელიც არ ვიცით ვინაა, გახარიამაც არ თქვა ვინ გასცა ბრძანება.

გახარია ამოჩემებული ჰყავთ, რაც ბადებს ეჭვს, 20 ივნისის ღამის სისხლიანი ნაწილი ხომ არ არის მათი გაკეთებული, ვინც დღეს გახარიას გადადგომას ითხოვს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო