სალომე ზურაბიშვილი - პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს

პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, მათი მოთხოვნები ხალხის წინაშე მშვიდობიანი არჩევნების გზით დააყენონ და საზოგადოების პასუხს დაელოდონ.

„ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს. ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა