„ჩხიკვთა ქორწილი“ „ბლექ სი არენას“ სცენას 1-ელ სექტემბერს უბრუნდება

1-ელ სექტემბერს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული ანსამბლის „ივერიას“ ცნობილ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

„მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა, მათ შორის, 2018 წლის 28 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ პირველად გაიმართა და გასული სეზონის წარმატებული პროექტი გახდა, რადგან ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. რეიტინგული პროექტი 2019 წელს ისევ უბრუნდება „ბლექ სი არენას“ გრანდიოზულ სცენას.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ : თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი,ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ილია საბაძე, თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.

კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია ლიბრეტოს ავტორები - ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი

მხატვრები - ანი ნინუა და ნინო სურგულაძე

დამდგმელი ქორეოგრაფები - კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 9 ივლისიდან, საიტებზე tkt.ge და biletebi.te. ფასი: 10-40 ლარი, ვიპზონა - 50 ლარი.

ღონისძიების პარტნიორია - ლიდერფუდი, “საქართველოს რკინიგზა”, “ევროპის უნივერსიტეტი”, სასტუმრო “გურია პალასი”, ღონიძიების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია “არდი”, ხოლო მედია მხარდამჭერი: იმედი, „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, ჟურნალი „ოქეი“, „ჯორჯია თუდეი“, მარკეტერ.ჯი, პოპმიუზიკ ჯი, „პალიტრანიუსი“, „ამბები ჯი“, - ნათქვამაია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა