მამუკა ბახტაძე - ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა

ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო. 30 მედალი და მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი, მართლაც, უნიკალური წარმატებაა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპული თამაშების მედალოსნებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს ქართველი გულშემატკივრის სახელით მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

„ქართველი ადამიანის გენში არის ჯანსაღი ცხოვრება და სწრაფვა პირველობისკენ. მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, კარგად ვიცი, რომ შედეგი მოდის მხოლოდ ძალიან მძიმე შრომით მიიღწევა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ორჯერ გავზარდეთ მედლების რაოდენობა წინა თამაშებთან შედარებით, უნიკალური წარმატებაა და თითოეული თქვენგანი ნამდვილი გმირია. 30 მედალი და მედლების რაოდენობით ევროპაში მეხუთე ადგილი არის უზარმაზარი წარმატება, თქვენი, მწვრთნელებისა და ფედერაციის დამსახურება და ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით. სპორტი მხოლოდ საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება არ არის. ჩემთვის სპორტი არის საშუალება, რომ ჩვენ, როგორც ერმა, შევძლოთ ჩვენი ნიჭის წარმოჩინება და ვაჩვენოთ მომავალ თაობებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. თითოეული თქვენგანი არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, საქართველო თქვენით ამაყობს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს ძალიან დიდი წარმატებები აქვს პროფესიულ სპორტში, მაგრამ მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს სპორტში ყველა ახალგაზრდის მასობრივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის შვიდ სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს