გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში : ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, წეროვანი, ნატახტარი, მუხრანი, 15:00-დან 17:00 საათამდე სოფელ წეროვანში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 15:25-დან 19:25 საათამდე - სოფლებში ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, არაშენდა, საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახატანი, შინდიანა, ჭოპორტი, ბიწმენდი, კაიშაურები.

ასევე, 12:15-დან 15:30 საათამდე დენი შეუწყდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს სნო, არშა, კარკუჩა, გაიბოტენი, გარბანი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:30-დან 15:00 საათამდე - დაბა სტეფანწმინდას და სოფლებს სიონი, გორისციხე, ვარდისუბანი, ტყარშეტი და მიმდებარე სოფლებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო