ირმა ნადირაშვილი - მივმართავ შსს-ს, დააბრუნოს აპარატურა, რომლითაც მიტინგი უნდა გახმოვანდეს - შსს დაბრუნდა იმ დროში, როდესაც მას კახა თარგამაძე ხელმძღვანელობდა

შსს-ს ამ დრომდე აპარატურა აქვს დაპატიმრებული, რომელიც გუშინ აქციის ადგილიდან მოიპარა,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. ნადირაშვილი შსს-ს მოუწოდებს, შეატყობინოს სად არის აპარატურა, რომლითაც მიტინგი უნდა გახმოვანდეს. ნადირაშვილი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, მივიდნენ დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ.

"ეს არის აქციის გასახმოვანებელი აპარატურა, რომელიც სარგებლობისთვის გადავეცით აქციის ორგანიზატორ ახალგაზრდებს. შსს აბსლუტურად თავხედურად იქცევა. ამ დრომდე ვერ მივაგენით სად არის აპარატურა. პოლიციის სხვადასხვა განყოფილება გვამისამართებს სხვადასხვა ადგილას და გვეუბნებიან, რომ აპარატურა იქ არის დასაწყობებული, მაგრამ სერიოზული პასუხი ამ საკითხზე ვერ მივიღეთ. პირადად მე მქონდა მცდელობა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთა დაკავშირების, მაგრამ მას ამ ვითარებაშიც კი თავხედობა ჰყოფნის, არ პასუხობს ზარებს და არ რეაგირებს ჩემს ტექსტურ შეტყობინებებზე“, - განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ერთი კითხვა აქვს- რატომ იქცევა შსს ასე და რატომ არ აბრუნებს აპარატურას, რომლის საშუალებითაც დღეს, საღამოს უნდა გახმოვანდეს მიტინგი.

„სამწუხაროა, რომ შსს დაბრუნდა იმ დროში, როდესაც სამინისტროს ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე, იტაცებენ ადამიანებს, იპარავენ აპარატურას, დაკავებულ ადამიანებს მოექცნენ ძალიან ცუდად - მათ სატელეფონო ზარების განხორციელებისა და წყლის დალევის საშუალებაც არ მისცეს ოთხი საათის განმავლობაში და ჯალათი გახარია, რომელმაც თვალის ჩინი დაუკარგა ადამიანებს, ახლა ცდილობს ხმაც ჩაუხშოს მიტინგს. მაგრამ, ეს ცხადია, ასე ვერ მოხერხდება. ის, რომ გუშინ რუსთაველი სუს-თან შეკრულმა ადამიანებმა დაიკავეს და დღეს ამ ხერხებით ცდილობენ ჩაშალონ ეს ღონისძიება, აზრს მოკლებულია",-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო