თენგიზ ფხალაძე - რუსეთში აკვირდებიან მოვლენებს და არ იმეორებენ იმ შეცდომებს, რაც დაუშვეს 2006 წელს, როდესაც ისტერია იყო ქართველებთან მიმართებაში

როგორც ჩანს, რუსეთში აკვირდებიან მოვლენებს და არ იმეორებენ იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვეს 2006 წელს, როდესაც ისტერია იყო ქართველებთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, რუსულ ბაზარზე ჩამოკიდება ყოველთვის არის დაკავშირებული რისკებთან, რაც დათვლილი უნდა იყოს.

„როგორც ჩანს, რუსეთში აკვირდებიან მოვლენებს და არ იმეორებენ იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვეს 2006 წელს, როდესაც ისტერია იყო ქართველებთან მიმართებაში და მე მახსოვს ეს პერიოდი, როგორ დევნიდნენ ქართველებს და ყველაფერს ქართულს. როგორც ჩანს, ახლა ეს გაითვალისწინეს. მეორეს მხრივ, ეს არის მცდელობა „კეთილი მეგობრის“ როლი ითამაშოს და ერთგვარი „რბილი ძალის“ გამოვლინებაა - მიუხედავად ამის ჩვენ არ გსჯით და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველოს რაც ნაკლები პრობლემა ექნება, მით უფრო კარგია. გარკვეული სანქციები უკვე ძალაშია და ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ტურისტებთან და ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით. აქ საუბარია დამატებით სანქციებზე და რადგანაც ეს განცხადება გაკეთდა, ვლადიმერ პუტინის მხრიდან, დიდი ალბათობით, ეს აღსრულდება და მეორე ტალღა არ იქნება განხორციელებული. მგონი, ეს ძალიან დასაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენი ბიზნესისთვის. ზოგადად, ჩვენთვის ყველასთვის ერთ დღეში შეიძლება შეტრიალდეს სიტუაცია და შეიცვალოს. ამიტომ ძალიან ჩამოკიდება რუსულ ბაზარზე, ძალიან მიბმა ყოველთვის არის დაკავშირებული რისკებთან. ეს რისკები უნდა იყოს დათვლილი და შესაბამისად, ფიქრიც მანამდე უნდა დავიწყოთ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა